- Advertisement -

დუშეთისა და ჟინვალის 12 ათასზე მეტ მაცხოვრებელს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მცხეთა-მთიანეთის რეგიონულმა ფილიალმა, დუშეთში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაასრულა. სამუშაოების დასრულების შედეგად, დუშეთსა და ჟინვალში 12 453 მომხმარებლისთვის წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდა.
ადგილობრივი მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად, კომპანიამ სამუშაოები საკუთარი ძალებით და რესურსით განახორციელა. პროექტის ფარგლებში მოეწყო 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე სადრენაჟე სისტემა.

წლების განმავლობაში, გაზაფხულზე, წყალმცირობის პერიოდში ქ.დუშეთსა და დაბა ჟინვალს წყალი დღეგამოშვებით – 6 საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა. სამუშაოების შედეგად დუშეთში სათავე ნაგებობაზე წყლის დებიტი გაიზარდა. მოსახლეობა ყოველდღიურად 16-18 საათიანი წყალმომარაგებით უკვე სარგებლობს. 

Comments
Loading...