დუშეთში კიდევ 45 ერთეული ნაგვის ბუნკერი განთავსდა ახმეტის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 11 ივლისი, 2018 197 თუშეთში დამატებით კიდევ 45 ერთეული ნაგვის ბუნკერი იქნა ატანილი – ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" ახმეტის მინიციპალიტეტის მერიაში დაუდასტურეს. მერიაში განმარტავენ, რომ თუშეთში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ტურისტული სეზონის დადგომის პარალელურად მიმდინარეობს. "პირველ ეტაპზე 50 ერთეული ბუნკერი ავიტანეთ თუშეთში. დღესაც წაიღო მანქანამ 700 ლიტრის ტევადობის ბუნკერები. დიდი ბუნკერები მთლიანობაში სულ 45 ერთეული წავიღეთ, მათ შესაბამისი აწყობა ჭირდებათ, ხვალ ააწყობენ და ზეგიდან განათავსებენ სოფლებში, მათ შორის დართლოში, შენაქოში და სხვა ტურისტული კუთხით აქტიურ სოფლებში.“ – განუცხადა ,,აიპრესს,, ახმეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა,ილია მაისურაძემ. მთლიანობაში,თუშეთის ადმინისგრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში 95 ნაგვის ბუნკერი განთავსდება.