- Advertisement -

დღეიდან, ბათუმის „თავისუფლების კვარტალი“ თბილისში ინაცვლებს

როგორც საპროტესტო აქციების ორგანიზატორები აცხადებენ, 120 დღიანი პერიოდის შემდეგ „თავისუფლების კვარტლის“ კარვები, დედაქალაში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიშლება.

„ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ბათუმის „თავისუფლების კვარტალი“ და კარვები, რომელიც აქ იყო გაშლილი, გადაინაცვლებს დედაქალაქში, სრული ინფრასტრუქტურით, იმ ხალხით, ვინც „თავისუფლების კვარტალს“ წარმოადგენს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ერთხელ მაინც მოსულა „თავისუფლების კვარტალში“ და ხმამაღალი პროტესტი გამოუხატავს იმ ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება“,-განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კირთაძემ.

ცნობისთვის, ბათუმში, მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა საპროტესტი აქციები 4 თვის წინ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყეს. გაშლილი იყო კარვები და პერიოდულად იმართებოდა მიტინგები. ოპოზიციამ საპროტესტო აქციების ლოკაციას „თავისუფლების კვარტალი“ უწოდა.

ამ დროისთვის, აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორია კარვებისგან გათავისუფლებულია, აღდგა საავტომობილო მოძრაობა.

Comments
Loading...