- Advertisement -

დღეიდან კახეთში ქერის მოსავლის აღება დაიწყო

დედოფლისწყაროში, ალაზნის ველზე ქერის მოსავლის ასაღებად 15 000 ჰექტარ ფართობზე შპს "მექანიზატორის" 45 ერთეული კომბაინია მობილიზებული. ადგილობრივი ფერმერების თქმით, წლევანდელი მოსავალით კმაყოფილები არიან და ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 67 ათას ტონამდე მოსავალს აიღებენ. 

"წელს დაახლოეებით 1 ჰექტარზე 4-5 ტონა მოსავალი მოვიდა. 1 კგ ქერის სარეალიზაციო ფასი საშუალოდ 45 თეთრია. როგორც წესი ფასს მოსავლის რაოდენობა განსაზღვრავს. წელს უხვი მოსავალი გვაქვს და ფასიც აქედან გამომდინარეობს“ -აცხადებენ ფერმერები. 

დედოფლისწყაროელ ფერმერებს მოსავლის დაბინავება, რეალიზება, გადამუშავება ადგილზე შეეძლებათ.
მათივე ინფორმაციით, ქერის მოსავლის დაბინავება 3 კვირაში დასრულდება, რის შემდეგაც შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღება ,,ალოობა -2018" დაიწყება.

Comments
Loading...