- Advertisement -

დღეიდან ქუთაისში გარე ვაჭრობაზე სანქციები მკაცრდება

ქუთაისში, ცენტრალური ბაზრის და ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორია ა(ა)იპ სპეციალურმა სერვისებმა დაასუფთავეს.
აღნიშნული ტერიტორიიდან გარე მოვაჭრეთა დახლები და სხვადასხვა სახის მოწყობილობები აიღეს.

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, 1-ლი მარტიდან ქუთაისში გარე ვაჭრობაზე სანქციები მკაცრდება და იმ მოქალაქეებს, რომლებიც კანონს არ დაემორჩილებიან, მკაცრი საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ.

ქუთაისის მერია 3 თვის განმავლობაში მოსაკრებლისგან გათავისუფლების სანაცვლოდ, გარმოვაჭრეებს ბაზარში შესვლას სთავაზობს.

Comments
Loading...