- Advertisement -

დღეს ბათუმის მერმა ბარცხანისა და თამარის დასახლებებში წყალარინების სატუმბი სადგურების მშენებლობა დაათვალიერა

დღეს ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ბარცხანისა და თამარის დასახლებებში წყალარინების სატუმბი სადგურების მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

"ბარცხანისა და თამარის დასახლებებში წყალარინების ცენტრალური სისტემა ათეული წლების განმავლობაში არ მოწესრიგებულა. შესაბამისად ეს უბნები საჭიროებდა წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციასა და მშენებლობას. ეს ორი უმთავრესი პროექტი წყალარინების მასის შეკრებისა და გადატუმბვის საშუალებას მოგვცემს" – ლაშა კომახიძე. 

სამშენებლო სამუშაოები ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მესამე ფაზის ფარგლებში მიმდინარეობს.

სატუმბი სადგურების მეშვეობით მოხდება თამარისა და ბარცხანის დასახლებების წყალარინების მასის შეკრება და ,,ბ“ კოლექტორის გავლით ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობაში გადატუმბვა, სადაც შესაბამისი გაწმენდის (მექანიკური და ბიოლოგიური გაწმენდის პროცესი) შემდეგ მასა ზღვაში 1100 მეტრის მანძილზე, 40 მეტრ სიღრმეში ჩაიღვრება. 

აღნიშნული სატუმბი სადგურების მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. თუმცა, სამშენებლო სამუშაოები წინსწრებით მიმდინარეობს. შესაბამისად, სამუშაოების დასრულება ვადაზე ადრე, მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე იგეგმება. 

ბარცხანისა და თამარის დასახლებების წყალარინების სატუმბი სადგურების მშენებლობის ღირებულება დაახლოებით მილიონ 200 ათას ევროს შეადგენს. პროექტის ფარგლებში უკვე აშენდა ერთი მიწისქვეშა წყალარინების სატუმბი სადგური ბაქოს ქუჩაზე, რომელიც ექსპლუატაციაში 2017 წლიდან შევიდა. მეოთხე ფაზის ფარგლებში კიდევ ერთი მიწისქვეშა წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა იგეგმება აღმაშენებლის დასახლებაში. 

სამუშაოების დასრულების შემდეგ, წყალარინების სატუმბი სადგურების სათანადო მოვლა-პატრონობას შპს „ბათუმის წყალი“ განახოციელებს. 

Comments
Loading...