- Advertisement -

დღეს გურჯაანში საჯარო სკოლებს შორის სირბილში შეჯიბრი გაიმართა

დღეს გურჯაანის სპორტკომპლექსში, პროექტის „სპორტი ბარიერების გარეშე“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის სირბილში 60 მ. დისტანციაზე, ვაჟებსა და გოგონებს შორის, შეჯიბრი გაიმართა. რბენაში ათმა საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ვაჟებში გამარჯვებული სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა ქართლელიშვილი გახდა, გოგონებს შორის კი გამარჯვება ქ.გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ქეთევან მოდებაძემ მოიპოვა.

გამარჯვებული მოსწავლეები რეგიონულ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

ტურნირი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. 

Comments
Loading...