დღეს, დმანისის მერმა, კობა მურადაშვილმა მელიორაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა დმანისის მუნიციპალიტეტიდმანისის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 27 აპრილი, 2022 37 დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მელიორაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს ხორხორის, მთისძირის და პანტიანის წყალსაცავის რეაბილიტაციის საჭიროებაზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა-შესწავლის პროცესი. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კახა პეტრიაშვილი და მერის თანაშემწე თურალ ვალიევი.