დღეს ვალეში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება სამცხე-ჯავახეთის მხარე დამატების თარიღი 14 დეკემბერი, 2017 321 დღეს ვალეში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. "14 დეკემბრის 10:00 საათიდან 15 დეკემბრის 08:00 საათამდე ვალეში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო", – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.