- Advertisement -

დღეს, ვალეში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

ამის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

"14 დეკემბრის 10:00 საათიდან 15 დეკემბრის 08:00 საათამდე ვალეში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით.

შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო", – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

Comments
Loading...