- Advertisement -

დღეს ინტელექტუალური შეჯიბრი “ეტალონი” შუახევში ტარდება

დღეს "შუახევის ეტალონი მოსწავლე" გამოვლინდება. პროექტში 38 საჯარო სკოლის და საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ.

ინტელექტ-ჩემპიონატის მონაწილეებს გულშემატკივრები ამხნევებენ.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „შუახევის ეტალონი მოსწავლის'' ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

შუახევის მერიის ინფორმაციით "ეტალონი" 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".

ეტალონის მთავარი მიზანი საქართველოს რეგიონებსა და ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი განათლების მიღების მოტივირებაა.

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

Comments
Loading...