დღეს, მარნეულის მე-6 სკოლაში ილიას იუბილესთან დაკავშირებით თეატრალიზებული ღონისძიება გაიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 5 დეკემბერი, 2017 365 ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, დღეს მარნეულის მე-6 საჯარო სკოლაში თეატრალიზებული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა, კოსტუმირებული წარმოდგენა დადგეს, სადაც ილიას შემოქმედება და ცხოვრება გაიხსენეს. სკოლის ფოიეში მე-19 საუკუნის თბილისის ყოფითი ფრაგმენტები გააცოცხლეს, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა იქ მისულ სტუმრებზე. სკოლაში გამართულ ღონისძიებას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, ადგილობრივი რესურს-ცენტრის წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიების დასასრულს, მერის მოადგილემ, მადლობა გადაუხადა სკოლის დირექციას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს, ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.