- Advertisement -

დღეს მაღალმთიან აჭარაში დიდაჭარობას ზეიმობენ

ტრადიციული დღესასწაული ყოველწლიურად ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს იმართება. სპეციალურად ამ დღისათვის ხალხი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოდის.

სადღესასწაულო წირვას სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ხულოში ანდრია პირველწოდებილის სახელობის ეკლესიაში აღავლენს, წირვის დასრულების შემდეგ მრევლთან ერთად დიდაჭარაში აბრძანდებიან, სადაც დიდაჭარელი მოსწავლეები ღონისძიებას გამართავენ.

Comments
Loading...