- Advertisement -

დღეს პანკისის ხეობის უხუცესები სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებენ

პანკისის ხეობაში პარასკევის ლოცვის შემდეგ უხუცესები და სალაფიტური თემის წარმომადგენელები დუისში, მაჩალიკაშვილების საცხოვრებელ სახლში შეიკრიბებიან, სადაც ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციებთან შესახებ. ასევე, მაჩალიკაშვილების სახლთან შეკრებას და აქციის გამართვას გეგმავენ ადგილობრივები. 

პანკისელები ხელისუფლების მისამართით მიმდინარე გამოძიების დროულ დასრულებას და დამნაშავების დასჯის მოთხოვნებს გააჟღერებენ.

Comments
Loading...