- Advertisement -

დღეს ტყიბულში სოლიდარობის აქცია გაიმართება

17:00 საათზე ტყიბულში სოლიდარობის აქცია გაიმართება. დღეს ერთი წელი გავიდა მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევიდან, რასაც 4 მეშახტეს სიცოცხლე ემსხვერპლა.

აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მიუსამძიმრებენ გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახებს და პატივს მიაგებენ გარდაცვლილთა ხსოვნას.

გასული წლის 9 მაისს, მინდელის სახელობის შახტში, ერთ-ერთ უბანზე ეგრეთწოდებული "ლიფტი" გაწყდა და მეშახტეები რამდენიმე კილომეტრის სიღრმეზე ჩავარდნენ.

Comments
Loading...