- Advertisement -

დღეს, ქედაში დამეწყრილ ტერიტორიებს გეოლოგები შეისწავლიან

ქედაში , 8-9 დეკემბრს განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად მუნიციპალიტეტში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს საფრთხე შეექმნა. ბარამიძეებისა და ქობულაძეების ოჯახები ამ დროისთვის თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.

ქედის მერის განცხადებით სტიქიის კერებს დღეს გეოლოგები შეისწავლიან. მათივე ინფორმაციით გეოლოგიური სამსახურის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი თუ მუნიციპალიტეტის მერია კონკრეტულად რა სახის დახმარებას გაუწევს აღნიშნულ ოჯახებს. 

ოჯახები გუშინ ქედის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან გორგილაძემ და საკრებულოს თვმჯდომარეო მოინახულა.

Comments
Loading...