- Advertisement -

დღეს ქობულეთის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

მრჩეველთა საბჭო საზოგადოების ცნობილი და ღვაწლმოსილი პიროვნებებისგან დაკომპლექტდა, რომლებიც ამიერიდან ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩაერთვებიან. სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარე აირჩიეს, მათი გადაწყვეტილებით მრჩეველთა საბჭოს ტარიელ ვერულიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს. 

მრჩეველთა საბჭოს სიტყვის მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ და მადლობა გადაუხადა სამოქალაქო აქტიურობისათვის. „ჩვენი მუნიციპალიტეტი განვითარების ახალ ეტაპზე იმყოფება და ამ მხრივ მნიშვნელოვანია ჩვენი ჩართულობა. მჯერა მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით შევძლებთ ქობულეთი ერთ-ერთ თვალსაჩინო საკურორტო ქალაქად ვაქციოთ“ – აღნიშნა მერმა სიტყვით მიმართვისას.

საბჭოს თავმჯდომრის არჩევის შემდეგ მუნიციპალიტეტის სივრცით-დაგეგმარების დოკუმენტში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. სხდომაზე ერთხმად აღნიშნეს, რომ დოკუმენტის ცვლილება მორგებული უნდა იყოს როგორც, ეკონომიკური ასევე სოციალური განვითარების კუთხით. წამოყენებული ინიცირების ერთ-ერთი მთავარი მიზანია მსხვილი ინვესტიციების მოზიდვა.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო, რომელიც 12 წევრითაა დაკომპლექტებული.

Comments
Loading...