ევგრაფ შევარდნაძის სახელობის სტადიონის ტერიტორიაზე ფეხბურთის დიდი ქომაგისა და მეცენატის ევგრაფი შევარდნაძი სბიუსტი გაიხსნა ipressლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 23 ოქტომბერი, 2018 147 „გურიას“ ვეტერანმა ფეხბურთელებმა გაიხსენეს ევგრაფ შევარდნაძე, მისი ღვაწლი „გურიას“ დიდი და ტრიუმფალური გამარჯვების საქმეში, რომელიც 1986 წლით თარიღდება. ბიუსტის ავტორი გიორგი ორაგველიძე გახლავთ. “მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სასიკეთო საქმის გაკეთებას ხელი შეუწყო. მადლობას ვუხდი, სტადიონის დირექტორს, ლევან იმნაძეს, ვისი ინიციატივაც იყო ბიუსტის გახსნა და ადგილობრივ ხელისუფლებას, ამ იდეის განხორციელებისათვის“-განაცხადა სოფიკო შევარდნაძემ. საზეიმო გახნას ევგრაფ შევარდნაძის შვილი, სოფიკო შევარდნაძე, ვეტერანი ფეხბურთელები: ნოშრევან ნარიაშვილი, თემურ ჩხაიძე, გია თავაძე, ჯემსუატ ურუშაძე, “გურიას” გულშემატკივრები, ჟურნალისტები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები ესწრებოდნენ.