- Advertisement -

“ევროპაში დაგეგმილი შეხვედრა პანკისში უნდა შედგეს” – მაჩალიკაშვილის სახლში შეხვედრა დასრულდა

ზაზა სარალიძე, ზვიად კუპრავა და სხვა პირები პანკსის ხეობაში,მალხაზ მაჩაკაშვილის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ.

შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც შეხვედრის მონაწილეებმა ბრიფინგი გამართეს.

შეხვედრის ორგანიზატორების თქმით,ხაზი გაესვა სამომავლო გეგმებს და იმ მოსალოდნელ საფრთხეებს,როცმელიც შესაძლოა მალხაზ მაჩალიკაშვილის და ზოგადად, მათ მიმართ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურმა განახორციელოს. მალხაზ მაჩალიკაშვილი მის მიმართ პროვიკაციებს არ გამორიცხავს.

ბრიფინგის ერთ- ერთი ძირითადი თემა სტრასბურგში ჩაშლილი ვიზიტი იყო.

"ჩვენ სტრასბურგში მივდიოდით მაჩალიკაშვილის და სარალიძის, ასევე დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ტერორისტებად შეგვრაცხეს, რის გამოც უახლოეს პერიოდში გერმანიის ელჩს შევხდებით. საელჩოს შესაბამისი წერილით უკვე მივმართეთ. მივმართავთ იმ ადამიანებს, ვისთანაც შეხვედრები გვქონდა დაგეგმილი ჩვენ ევროპაში აღარ გაგვიშვებენ და აქ ჩამოვიდნენ, რათა ინფორმაცია, რომელიც მათთის უნდა გაგვეცნო საქართველოში მოხდეს ამ მონაცემების მიწოდება. ხეობაში ჩამოვედით იმისათვის, რომ პანკისელებს სოლიდარობა გამოუცხადით და ხელისუფლებას "- განაცხადეს ბრიფინგზე შეხვედრის მონაწილეებმა.

Comments
Loading...