- Advertisement -

“ევროპული საქართველო”: ქუთაისის მერიაში პარტიული აქტივის დასაქმების მცდელობაა

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა "ევროპული საქართველო"-დან მერიის დაქვემდებარებაში არსებული ააიპებისა და შპს-ების შესახებ კვლევა წარმოადგინა.

ქუთაისის მერიის 15 აიპსა და შპს-ში ჯამში 3 649 ადამიანია დასაქმებული. აქედან შტატით 3 469, ხოლო შტატგარეშე 180 თანამშრომელია. დასაქმებულთა ხელფასისათვის თვეში მილიონ 508 484.4 ლარი, ხოლო წელიწადში 18 მილიონ 101 817 ლარი იხარჯება.

კვლევის ავტორი დეპუტატი მერაბ მეშველიანი ამბობს, რომ გაურკვეველია ააიპებში ხელფასების განსაზღვრის პრინციპი. კერძოდ, როგორც დეპუტატი განმარტავს, შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასი შტატში მყოფი თანამშრომლების ხელფასს ბევრად აღემატება.

"სხვადასხვა ააიპსა და შპს-ში განსხვავებულია დირექტორების ხელფასები. დირექტორებს ჰყავთ ორი, სამი მოადგილე, მრჩევლები, დუბლირებულია საკითხები. რამდენიმე აიპში შექმნილია ორკაციანი განყოფილებები. ჩვენ მოვუწოდებთ ქუთაისის მერიას გადახედოს თანამშრომლების საკითხს, რაც აშკარად გაბერილია და პარტიული აქტივის დასაქმების მცდელობაა," – ამბობს მერაბ მეშველიანი.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი დეპუტატის კვლევასთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

Comments
Loading...