- Advertisement -

ეკატერინე გალდავა: კომპანიის რეგიონული ფილიალების საქმიანობა უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმატებული საქმიანობისთვის რეგიონულმა ფილიალებმა მნიშნელოვანი როლი უნდა შეასრულონ’’ – ამის შესახებ ეკატერინე გალდავამ ფილიალების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა. 

კომპანიის დირექტორმა, მოადგილეებთან ერთად, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში სერვის-ცენტრების აქტიურად ჩართულობის, შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებულად მუშაობისა და აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების საკითხები განიხილა. 

,,ამ მიმართულებით უფრო მობილიზებული მუშაობა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა არის საჭირო, რათა საქმიანობა ბევრად ეფექტიანი გახდეს და საზოგადოების საჭიროებებს მოერგოს. აუცილებელია პროექტების მიმდინარეობის პროცესებში ჩართულობის პარალელურად, რეგიონულ ფილიალებსა და სერვის-ცენტრებში აბონენტთა მომსახურების ეფექტური სისტემაც შემუშავდეს, რათა მომხმარებელთან მომსახურების სტანდარტები გაუმჯობესდეს’’- განაცხადა ეკატერინე გალდავამ. 

დღეის მდგომარეობით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შემადგენლობაში 8 რეგიონული ფილიალი და 53 სერვის-ცენტრია. ქვეყნის მასშტაბითი კომპანია 1 588 583 ადამიანს ემსახურება.

 

Comments
Loading...