- Advertisement -

ეკლესიასთან კაზინოს არსებობა სარფში კვლავ გააპროტესტეს – მოქალაქეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს

"არა კაზინოს"-შეძახილებით მოქალაქეებმა სარფში ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. მოქალაქეების ჯგუფმა ათდღიანი პაუხის შემდეგ ისევ გააპროტესტა სარფის ეკლესიასთან კაზინოს ფუნქციონირება.

ისინი მოქმედი კაზინოს დაუყოვნებლივ დახურვას და მის ნაცვლად ახალგაზრდული სპორტული კომპლექსის გახსნას ითხოვენ.

"ჩვენ არ ვართ კაზინოების წინააღმდეგი, მაგრამ ეკლესიის გვერდით ეშმაკის სახლის არსებობა დაუშვებელია, აქვეა სანარო სკოლაც, 100 მეტრში კიდევ ერთი კაზინოა და იმის არსებობასაც ვაპროტესტებთ, კაზინოს გამო ბევრმა თვითმკვლელობით დაასრულა ცხოვრება, ეს დაუშვებელია, ბოზნესი არ უნდა კლავდეს"-განაცხადა აქციაზე ერთერთმა გამომსვლელმა.

კაზინოს წინააღმდეგ აქცია უკვე მესამედ მოეწყო. მანამდე კი კაზინოს არსებობა გააპროტესტეს სასულიერმა პირებმა.

ათი დღის წინ გამართულ აქციაზე მონაწილეებს ადგილობრივი მცხოვრებლების ის ნაწილი დაუპირისპირდა, ვინც კაზინოშია დასაქმებული.

Comments
Loading...