- Advertisement -

“ელგრინი” მარტში განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფებს ასაჯაროებს

ენერგეტიკულმა კომპანია „ელგრინმა 2021 წლის მარტში განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფები გაასაჯაროვა.

როგორც კომპანის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია აღნიშნული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, „ელგრინი“ განაგრძობს

2021 წლის იანვრიდან დაწყებულ პრაქტიკას და საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობებსა და ტარიფებს ყოველთვიურად აქვეყნებს.

კომპანიის ინფორმაციით, 2021 წლის მარტში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა 603.7 მილიონი კილოვატ/საათი შეადგინა. აქედან, 329.3 მილიონი კილოვატ/საათი – რუსეთიდან, 191.1 მილიონი კილოვატ/საათი – აზერბაიჯანიდან, ხოლო 83.3 მილიონი კილოვატ/საათი – თურქეთიდან იყო იმპორტირებული.

1-15 მარტის პერიოდში საქართველო პარალელურ რეჟიმში მუშაობდა აზერბაიჯანთან და იმპორტი მხოლოდ აზერბაიჯანიდან განხორციელდა. იმპორტის ფასი, თებერვლის თვის ანალოგიურად, სტაბილურ 4.4 ცენტს შეადგენდა.

ამავე პერიოდში რუსეთიდან იმპორტი მოხმარდა მხოლოდ აფხაზეთის მოხმარების დაბალანსებას და საქართველოს მხარეს (არც ესკოს და არც სახელმწიფო ბიუჯეტს) ამაში თანხა არ გადაუხდია.

15 მარტიდან, როცა თბოსადგურებისთვის გაზის მოწოდებაში პრობლემები შეიქმნა,საქართველო რუსეთთან პარალელურ რეჟიმზე, ხოლო აზერბაიჯანთან ელექტროენერგიის მოწოდების კუნძულოვან რეჟიმზ ეგადავიდა. იმპორტი ხორციელდებოდა ერთდროულად რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან.

16 მარტს თურქეთთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე მასშტაბური ავარიისა და რუსეთიდან იმპორტის შეფერხების მიუხედავად, რის გამოც ელექტროენერგია დედაქალაქსა და ქვეყნის აბონენტების ნახევარზე მეტს გაეთიშა, ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდებოდა საქართველოს მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებიც კუნძულოვან რეჟიმში იყვნენ ჩართული აზერბაიჯანთან.

15-31 მარტის პერიოდში, თურქეთიდან იმპორტის ფასი – 4.39 ცენტს, რუსეთიდან – 3.5/3.7/7.8 ცენტს, ხოლო აზერბაიჯანიდან – 3.9/3.9/6.5 ცენტს შეადგენდა.

აზერბაიჯანიდან იმპორტის ნაწილი, კერძოდ კი – 34.4 მილიონი კილოვატ/საათი ელგრინმა საქართველოში პირდაპირ მომხმარებლებსმიაწოდა.

კომპანია ელგრინი ელექტროენერგიის ტრანსასაზღვრო ვაჭრობით არის დაკავებული და ელექტროენერგიის ტრანზიტს აზერბაიჯანიდან თურქეთში საქართველოს გავლით აწარმოებს.

2015 წლიდან კომპანია აზერბაიჯანიდან იაფი ელექტროენერგიის იმპორტს საქართველოშიახორციელებს.

Comments
Loading...