- Advertisement -

ენმ ბათუმში ნაპირგამაგრებით სამუშაოებზე: სახელმწიფო რესურსებს კერძო ინტერესების სასარგებლოდ იყენებს

ნაციონალური მოძრაობის წევრი გია აბულაძე აცხადებს, რომ ბათუმში სანაპირო ზოლის გამაგრებითი სამუშაო არ არის გამჭვირვალე, რაც აჩენს კორუფციის ეჭვებს ბადებს. აჭარაის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი ითხოვს ფაქტით პროკურატურა დაინტერესდეს.

„პროექტის დამკვეთმა მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოგვაწოდა დოკუმენტაციის ნაწილი, რომელიც კითხვებს აჩენს პროექტის წარმატებით განხორციელებასთან დაკავშირებით, მათ შორის ერთ-ერთი ექსპერტის დასკვნა, სადაც ასახულია მნიშვნელოვანი შენიშვნები, რაზედაც პროექტის ავტორების მიერ გაცემული პასუხები არ არის წარმოდგენილი. აღნიშნულზე მოვითხოვეთ დამატებითი ინფორმაცია, რაზედაც უკვე თვეებია პასუხს არ გვიგზავნიან“, – აცხადებს გია აბულაძე.

ოპოზიციას ასევე პრეტენზიებიბაქვს სამშენებლო პროცესის ხარისხზეც. გია აბულაძის განმარტებით სამუშაოებში პროექტით გათვალისწინებულთან შედარებით მცირე ზომის ქვებსა და სამშენებლო ნარჩენებს იყენებენ, რაც დარღვევაა.

ახალ ბულვარში 2 კილომეტრიან მონაკვეთზე რომლის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ლარია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2017 წლიდან ახორციელებს. სამუშაოები თავდაპირველი ვერსიის მიხედვით 1 წელიწადში უნდა დასრულებულიყო, თუმა დღეს კომპანიაში "აიპრესს" განუცხადეს, რომ ნაპირგამაგრებითი სამუშაოს კეთილმოწყობა 2019 წლის ნოემბერში დასრულდება. რაც შეეხება სამშენებლო ნარჩენების სამუშაო პროცესში გამოყენებას, კომპანიაში "ცრუ ბრალდებას" უწოდებენ. მათუვე განმარტებით ნარჩენები კომპანიას ტერიტორიიდან გააქვს, აქუცმაცებს და ნაგავსაყრელზე ტოვებს.

პროექტის დასრულების შემდეგ მოქალაქეებს პალჟამდე მისასვლელად სპეციალური გადასასვლელი ხიდები დასჭირდებათ. სანაპირო ზოლთან დაკავშირების მიზნით კომპანიას ამისთვის 12 საფეხმავლო ხიდის აშენება აქვს დაგეგმილი.

Comments
Loading...