- Advertisement -

ენმ ზუგდიდის მერიას დაგვიანებით გაფორმებულ ხელშეკრულებებში ადანაშაულებს

ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელ ანი წითლიძის თქმით, ზუგდიდის მერიამ დაგვიანებით გააფორმა ხელშეკრულება სააღმზრდელო დაწესებულებების პედაგოგებთან და პერსონალთან, რის გამოც ისინი დაზარალდნენ.

როგორც წითლიძე აცხადებს თანამშრომლებმა დაკარგეს, როგორც კუთვნილი სახელფასო ანაზღაურება, ასევე აღმოჩნდა, რომ იმ რიცხვიდანაც კი, რა რიცხვიდან გაუფორმდათ ხელშეკრულებები, ის თანხაც ამ დრომდე არ მიუღიათ და უგვიანებენ.

ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ ზუგდიდის მერიაში და წითლიძეს კანონის გადახედვისკენ მოუწოდებენ. როგორც მერის მოადგილე მაიზერ ნანავა განმარტავს, 12 იანვარს ჩამოყალიბდა სააღმზრდელო დაწესებულების ცენტრი, რისი მიზეზიც მუნიციპალიტეტების გაერთიანებების პარარელურად, თემსა და ქალაქში მოქმედი ცენტრების გაერთიანება იყო. მაიზერ ნანავას თქმით, ამ პროცესის დასრულების შემდეგ, 18 იანვარს გაფორმდა ხელშეკრულებები თანამშრომლებთან, 22 იანვარს კი ბაღებმა მუშაობა განაახლეს. რაც შეეხება შრომით ანაზღაურებას, თანხა უკვე ჩავშვებულია.

Comments
Loading...