- Advertisement -

ენმ-ის თამჯდომარე აცხადებს, რომ გუბერნიამ გარიგება შესთავაზა, მაგრამ მტკიცებულებები არ აქვს

ენმ-ს ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით მჟავანაძის განცხადებით, ბესო ქათამაძის ცემის საქმესთან დაკავშირებით, ხელისულება ცდილობს პროცესები სამართლებრივი ჩარჩოდან გადაიყვანოს და დამნაშავეებს ხელი დააფაროს.

მისივე თქმით, მასთან გუშინ გურიის გუბერნიის წარმომადგენლები იყვნენ მოსულები, რომლებმაც შესთავაზეს სამართლებრივი დავის შეწყვეტა, სანაცვლოდ კი მისცეს პირობა ბესო ქათამაძეს მიეცემოდა ყველა დამნაშავისთვის ფიზიკური გასწორების საშუალება. 

კითხვაზე არსებობს თუ არა რაიმე სახის მტკიცებულება აღნიშნულთან დაკავშირებით, უპასუხა რომ არა.
როგორც მჟავანაზე აცხადებს, აღნიშნული ქმედება მმართველი გუნდის მორიგი პროვოკაციაა. 

ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების“ დეპუტატის ტარიელ აროშიძის აღმკვეთ ღონისძიებაზე ოზურგეთის სასამართლო დღეს იმსჯელებს. სასამართლო პროცესს ენმ ბოიკოტს უცხადებს.

Comments
Loading...