- Advertisement -

ენმ-ს დეპუტატის ცემაში ბრალდებულს 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე ბრალებულ "ქართული ოცნების" დეპუტატს ტარიელ აროშიძეს აღკვეთ ღონისძიებას 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 

მოსამართლე მარინა კიკნაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არ გამოიყენა.
სასამართლო პროცესს დაზარალებული არ ესწრებოდა.

Comments
Loading...