- Advertisement -

ენმ-ს წევრის, შოთა დალაქიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით 3 დაკავებული პატიმრობაში დატოვეს

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ველისციხის ინციდენტის დროს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის შოთა დალაქიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებულების მამუკა უსენაშვილის, თენგიზ ჯანიაშვილის და გოჩა მაისურაძის წინასასამართლო პროცესი ჩატარდა.

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა დაკავებულების მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის და თითოეულისთვის 5000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდების სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ და უსენაშვილი, ჯანიაშვილი და მაისურაძე პატიმრობაში დატოვა.

ნობისათვის, გამოძიება დაკავებულებს 2018 წლის 16 დეკემბერს, ველისციხეში ,,ნაციონალური მოძრაობის,, წევრის შოთა დალქიშვილის ცემაში ადანაშაულებს. საქმეზე გამოძიება 118-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 12 თებერვალს ჩაინიშნა

Comments
Loading...