- Advertisement -

ერთდღიანი პოლიტიკური ტაიმ-აუტის შემდეგ გოგი წულაია პოლიტიკაში დაბრუნდა

„დღეს უკვე გამოვედი სტრესული მდგომარეობიდან, გულ გატეხილობიდან და უკან მიმაქვს ჩემი განცხადება ტაიმაუტის აღების შესახებ“- აღნიშნულის შსახებ „ბურჯანაძე-დემოკრატები-თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი გოგი წულაია აცხადებს.

„დღეს უკვე გამოვედი სტრესული მდგომარეობიდან, გულ გატეხილობიდან და უკან მიმაქვს ჩემი განცხადება ტაიმაუტის აღების შესახებ,(რაც ნიშნავდა ჩემს დამარცხებასთან შეგუებას).ხვალიდან ვაგრძელებ აქტიურ ბრძოლას. ადგილობრივ ხელისუფლებას კვლავ "გავაბედნიერებ"- აცხადებს წულაია.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ, გუშინ №59-ე საოლქო კომისიის წინ ბრიფინგი გამართა. წულაიამ თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაფასა. მისი განცხადებით, ყოველთვის არჩევნების შედეგებით მერობის კანდიდატის და პარტიული შედეგები თანაბარია, თუმცა 2017 წლის არჩევნების შედეგებით სხვა სურათია.

"არცერთ არჩევნებში მსგავსი შედეგი არ ყოფილა, მე ვარ პერსონა ნონ გრატა ამ ქალაქში, მერობის სიით მივიღე 7 პროცენტი, პროპორციულით მხოლოდ 2, რაც მიზანმიმართული შედეგია, რადგან არ უნდათ ჩემი საკრებულოში შესვლა",- აცხადებს წულაია.

მისი თქმით, ჯერ არ იცის მეორე ტურის შემთხვევაში რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა აპირებს რომ დროებით პოლიტიკური ტაიმაუტი აიღოს.

Comments
Loading...