- Advertisement -

ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული -ავტოსაგზაო შემთხვევა გომბორის უღელტეხილზე

გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა,სამი კი დაშავდა შემთხვევა გვიან ღამით მოხდა ,ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ავტომობილები შეეჯახნენ.


სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთ პაციენტს მუცლის ღრუს დაზიანება აქვს და ოპერაცია ჩაუტარდა, ორს კი ტვინის შერყევა და გულმკერდის ტრავმა აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

Comments
Loading...