- Advertisement -

ერთი დაშავებული და ერთი გარდაცვლილი – ვანში ქვეითებს ავტომობილი დაეჯახა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარში. შემთხვევას ახალგაზრდა ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორ ქალბატონს "ბე ემ ვე"-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი საარჩევნო უბანთან დაეტაკა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული მეორე ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ამ დროისათვის მიმალულია.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 276 მიხლის 1 და 6 ნაწილით დაიწყო.

Comments
Loading...