- Advertisement -

“ერთი დღე შუახევის მერად” პროექტის გამარჯვებულმა 1 დღით შუახევის მერის ამპლუა მოირგო

"ერთი დღე შუახევის მერად" პროექტის გამარჯვებულმა ქეთევან თავდგირიძე 1 დღით შუახევის მუნიციპალიტეტის მერის ამპლუაში იყო.

შუახევის მერთან ერთად დაესწრო ოფიციალურ შეხვედრებს, შეხვდა სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეებს, იუბილე მიულოცა 100 წლის გუნეშ ხიმშიაშვილს, დაათვალიერა ბუთურაულის ბაგა-ბაღზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში და სახელოვნებო სკოლაში გაეცნო სამუშაო პროცესს.

პროექტი მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭრითა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით განხორციელდა.

Comments
Loading...