- Advertisement -

“ერთი დღე შუახევის მერად” – შუახევის მერია ახალ პროექტს იწყებს

"ერთი დღე შუახევის მერად" ამ სახელწოდების პროექტს იწყებს შუახევის მუნიციპალიტეტის მერია. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს და სტუდენტებს. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში „აიპრესს“ განუცხადეს ახალგაზრდებმა თავდაპირველად უნდა გააკეთონ განაცხადი, განაცხადების გადარჩევის შემდეგ გამოვლინდება ერთი გამარჯვებული,რომელიც ერთი დღით იქნება მუნიციპალიტეტის მერის

შუახევის მერიის ინფორმაციით, პროექტის მთავარი მიზანია სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება იმის შესახებ თუ რა არის საჯარო მმართველობა, როგორ ღებულებენ გადაწყვეტილებებს საჯარო დაწესებულებებში და რა პროცედურებს გადიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

განაცხადების გამოგზავნა შესაძლებელია 28 თებერვლიდან 28 მარტის ჩათვლით

Comments
Loading...