- Advertisement -

“ერმაკოვიდან ერმაკოვამდე”- ფოტოინსტალაცია ბათუმში ევროპის მოედანზე

"ერმაკოვიდან ერმაკოვამდე" ბათუმში ევროპის მოედანზე ფოტო გამოფენაა მოწყობილი. ფოტომასალაზე დიმიტრი ერმაკოვის მიერ გადაღებული ბათუმის ის შენობებია აღბეჭდილი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის დროს აშენდა და დღეს გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდში, როგორც კულტურული მემკვიდრეობა აღარ არსებობს.

" გვინდოდა დაგვენახებინა ადამიანებისთვის რა აშენდა, როგორი იერსახე ჰქონდა ბათუმს და როგორია დღეს. აქ იყო მოსული ზედამედველობის წარმომადგენლები მოსული და გვითხრეს რომ უნდა ავიღოთ გამოფენა, რადგან იერსახეს ამახინჯებს, თუმცა ჩვენ კანონს არ ვარღვევთ, უბრალოდ ჩვენი ისტორიაა აქ გამოფენილი" – განუცხადა 'აიპრესს" ორგანიზაცია "ბათუმი"-ს დამფუძნებელმა შოთა გუჯაბიძემ.

ფოტოგამოფენაში თანამედროვე ფოტომასალაცაა წარმოდგენილი, ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომელიც ახალი ინვესტიციის განსახორციელებლად ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით დაინგრა.

Comments
Loading...