- Advertisement -

ესტონეთის პრეზიდენტმა ქუთაისში საჯარო ლექცია წაიკითხა

ქუთაისში ესტონეთის პრეზიდენტი იმყოფება. კერსტი კალიულაიდი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია წაიკითხა ციფრული ტექნოლოგიების და 1990 წლიდან დღემდე ესტონეთში ეკონომიკისა და განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ,- ამის შესსახებ ივორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. 

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. ლექციის დასრულების შემდეგ პრეზიდენტს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და უნივერსიტეტის რექტორმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ასევე, ქუთაისის მერს გადასცა საჩუქარი ესტონეთის პრეზიდენტმა.

Comments
Loading...