- Advertisement -

“ეს არის გამარგინალებული პარტიის ცრუ განცხადება” – “ოცნება” ოპოზიციის ბრალდებას პასუხობს

"ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს "ქართულ ოცნებაში" უპასუხეს. ლადო მგალობლიშვილი ოპოზიციის მხრიდან ცრუ ბრალდებებს, ხვალ მათ მიერ წაგებულ არჩევნებს უკავშირებს. მგალობლიშვილის მტკიცებით "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებები დასაბუთებული რომ ყოფილიყო ოპოზიცია დადგენილ ვადებში გაასაჩივრებდა.

"ეს არის გამარგინალებული პარტიის ცრუ განცხადება. ეს არის არასერიოზული და კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებთ. ჩვენ ხვალინდელ გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ და ხალხი ხვალ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს მათ აგონიაში აგდებთ. პარტია ხვალ განწირული არის დამარცხებისთვის და წინასწარ ქმნის ალიბს, თუ რატომ დამარცხდა. მათ შეუძლიათ ნებისმიერი ადამიანი დაასახელონ, მტკიცებულება არ აქვთ. საარჩევნო სიებთან დაკავშირებით თუ რაიმე უზუსტობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდათ, დადგენილ ვადებში ემოქმედათ",- განაცხადა ვლადიმერ მგალობლიშვილმა

ძალოვანი სტრუქტურები „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრმა, რევაზ ხარაზმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სუს-ის თანამშრომლები საარჩევნო პროცესებში სხვადასხვა ფორმით არიან ჩართული და კონკრეტულ დავალებებს გასცემენ.

Comments
Loading...