- Advertisement -

ექვსი თბილისური ანსამბლი საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ხუთ-ხუთ კონცერტს გამართავს

11 აპრილს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის გიორგი დონაძისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის ერთობლივი პრესკონფერენცია. პრესკონფერენცია მიეძღვნა Check-in Georgia-ს ფარგლებში გასამართ ფესტივალს – "ბაღია ჩვენი ქვეყანა". შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირინე საგანელიძე.

გამომსვლელებმა ისაუბრეს ფესტივალის მნიშვნელობაზე: ეს ფესტივალი ხელს შეუწყობს ქართული სამუსიკო ფოლკლორის პოპულარიზაციას, ფოლკტურიზმის განვითარებას, თბილისური ანსამბლების წახალისებას და მომავალი თაობის ქართული ფოლკლორით დაინტერესებას.

15 აპრილიდან 30 სექტემბრამდე ექვსი თბილისური ანსამბლი – ადილეი, ანჩისხატი, დიდგორი, იალონი, ნანინა ,შავნაბადა – საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ხუთ-ხუთ კონცერტს გამართავს. თბილისურ ანსამბლებთან ერთად კონცერტებში მონაწილეობენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები.

15 აპრილს პირველ კონცერტს გამართავს ანსამბლი დიდგორი ზესტაფონის ხელოვნებისა და შემოქმედების ცენტრის დარბაზში.

Comments
Loading...