- Advertisement -

ექვსსაათიანი გაფიცვა ბათუმის მიკროავტობუსის მძღოლებმა ორშაბათამდე შეაჩერეს

მძღოლების ნაწილი სამარშუტო ხაზს უკვე დაუბრუნდა ნაწილი კი სამუშაოს განახლებას ხვალიდან გეგმავს. პროტესტის მიზეზი მერიის ახალი რეგულაციები გახდა. 29 მაისს ბათუმის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებით პირველი ივლისიდან ქალაქდ 450-ის ნაცვლად 250 მიკროავტობუსი მოემსახურება. მძღოლები ამბობენ, რომ ამ გადაწყვტილებით მერიამ ლუკმა-პურის გარეშე დატოვა მათი ოჯახები.

დღეს დილიდან ხელვაჩაურის და ბათუმის მიკროავტობუსები პროტესტის ნიშნად ამ დრომდე არ მუშაობდნენ. მგზავრები მხოლოდ მუნიციპალურ ავტობუსებს გადაჰყავდათ.

მძღოლები მათი მოთხოვნების გასაცნობად ჯერ ბათუმის მერიასთან შეიკრიბნენ, შეხვედრის უშედეგოდ დასრულების შემდეგ კი აჭარის მთავრობასთან გადაინაცვლეს. გაფიცვა კი ორშაბათამდე იმ მიზეზით შეაჩერეს, რომ მივლინებიდან დაბრუნებულ ქალაქის მერსა და მთავრობის თავმჯდომარეს აღნიშნული რეგულაციის გაუქმებას მოსთხოვენ.

Comments
Loading...