- Advertisement -

ექიმი: ქუთაისში 29 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი H1 ტიპის ვირუსია და არა “ღორის გრიპი”

ექიმის ინფორმაციით ქუთაისში 29 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი იყო გრიპი A , H1 ტიპის ვირუსი იყო და ეგრეთწოდებული “ღორის გრიპი”.

“29 წლის ახალგაზრდა დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში რამდენიმე დღის წინ შემოიყვანეს. 38 კვირის ორსული საავადმყოფოში სუნთქვის მწვავე უკმარისობით და ცხელებით შემოვიდა. გარდაცვალების მიზეზი მძიმე ფორმის ვირუსული პლევმონიაა, სეფსისი და სეპტიური შოკი, ასევე პოლიორგანული უკმარისობა გახდა”-განაცხადა ექიმმა.

ანესთეზია-რეანიმაციის სამსახურის უფროსის მამუკა ნემსიწვერიძის თქმით, პაციენტი კლინიკაში შემოსვლისას რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მისივე ინფორმაციით, შემოყვანიდან 24 საათის გაბმავლობაში ჩატარდა საკეისრო კვეთა, პაცინეტის მდგომარეობა დარჩა მძიმე.

დაავადება განვითარდა აგრესიულად , რის შემდეგაც მართვით სუნთქვაზე რეანიმაციაში იმყოფებოდა.ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

Comments
Loading...