- Advertisement -

ეწერის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ახალსოფელში გზის მოპირკეთებითი სამუშაოები მიმდინარეობს

ეწერის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ახალსოფელში 850 მეტრი ასფალტო-ბეტონის გზის მოპირკეთებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ახალსოფელში ცენტრალური გზიდან ბორანამდე მისასვლელი გზა მოსახლეობისთვის სირთულეს წარმოადგენდა.როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, ადგილბორივმა ხელისუფლებამ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაპირებისამებრ უახლოეს ხანში დაიწყო.

აღნიშნული გზა სამტრედიის მუნიციპალიტეტს,ვანის მუნიციპალიტეტის სამ სოფელთანაც აკავშირებს.

სამუშოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ლატექსი” ასრულებს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცეს დააკვირდა მუნიციპალტიეტის მერი ვალერი ფოცხვერია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივებს და კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

Comments
Loading...