- Advertisement -

ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია

ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია, თუმცა სტიქის ზონაში ამ დრომდე სპეციალური ტექნიკა მუშაობს.

კახეთის საგზაო სამართველოში აცხადებენ, რომ უხვმა ნალექმა ცენტრალი გზის ორი მონაკვეთი დააზიანა,რის გამოც აიკრძალა მოძრაობა.

"გადაუღებელმა წვიმამ მთაში ღვარცოფული პროცესები გამოიწვია და კლდის ნაშალი ჩამოიტანა.სანიაღვრე არხმა მოვარდნილი ქვა-ღორღის გატარება ვერ შეძლო და წყალი ცენტრალურ გზაზე გადმოვიდა.მძიმე ვითარება იყო ორ მონაკვეთზე.წუხელვე გავხსენით გზა თუმცა ამ ეტპაზე გზის სრულად გაწმენდას ვახორციელებთ" – განაცხადა კახეთის საგაზაო სამართველოს დირექტორმა,თამაზ აბდულაშვილმა. 

გომბორის უღელტეხილზე პრევენციის მიზნით მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

Comments
Loading...