- Advertisement -

ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით მოძრაობა აღდგა

თელავის საგზაო დამმართველოს ინფორმაციით, ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია.

"ღამის განმავლობაში თოვა იყო,შესაბამისად მიმდინარეობდა ტექნიკური მარილის დაყრა და გზის გაწმენდა.დღეს დილიდან ყველა ტიპის ტრანსპორტის გაადგილება დასაშვებია,თუმცა მძღოლებს მაინც ვურჩევთ ზათრის საბურავებით იმოძრაონ." – განაცხადა თელავის საგზაო სამმართველოს ხელმძღვანელმა, თამაზ აბდულაშვილმა.

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები გუშინ საღამოს დაწესდა. აღნიშნული მიმართულებით ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვები იყო მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

Comments
Loading...