- Advertisement -

ვალერიან შიუკაშვილის კლასიკური მუსიკის საღამო სენაკში

დღეს, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხელოვნების აკადემიის რექტორის, ნოდარ გაბუნიას სახელობის პიანისტთა ეროვნული და საერთაშორისო კონკურსებისა და სენაკის არტ-ფესტივალის დამაარსებლის, მსოფლიოში აღიარებული პიანისტის, ვალერიან შიუკაშვილის სოლო კონცერტი გაიმართა.

ვირტუოზმა პიანისტმა მსოფლიოს კლასიკოსი კომპოზიტორების, შოპენის და სკრიაბინის ნაწარმოებები შეასრულა.
კლასიკური მუსიკის საღამოზე, ნიჭიერებით გამორჩეულმა ნორჩმა მუსიკოსებმა – სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, ალექსი ტყებუჩავამ – პედაგოგები: მარინა ბერიშვილი, ქეთევან ფულარია; ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის თერთმეტწლედის მე-2 კლასის მოსწავლემ, დიმიტრი ხუხუნაიშვილმა – პედაგოგი: ლელა კობახიძე და მე-5 კლასის მოსწავლემ, მარიამ გორგაძემ – პედაგოგი: რუსუდან კვახაძე, კლასიკური ნაწარმოებები შეასრულეს.
საღამოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, მუსიკალური სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფესტივალის ფარგლებში, ხვალ, სენაკი, ცნობილ ქართველ ჯაზმენს, მაია ბარათაშვილს უმასპინძლებს.

Comments
Loading...