- Advertisement -

ვანისა და ხონის მაჟორიტარობის “ქრისტიან დემოკრატი” კანდიდატი “ევროპულ საქართველოს” ზეწოლაში ადანაშაულებს

მაჟორიტარობის კანდიდატი ვანსა და ხონში ,"ახალი ქრისტიან- დემოკრატებიდან" – მამუკა ტუსკაძე, "ევროპულ საქართველოს" ზეწოლაში ადანაშაულებს.

როგორც ტუსკაძე აცხადებს გუშინ შტაბის ხელმძღვანელს უცნობმა პიროვნებამ დაურეკა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დღეს კი თავად დაუკავშირდა აღნიშნულ ნომერზე და დაინტერესდა თუ ვინ განახორცირლა ზეწოლა.

ტუსკაძის განმარტებით, ვინმე ხურციძე მას დაემუქრა, რომ ვანში არჩევნებზე არ უნდა ჩასულიყო.

ტუსკაძემ ჟურნალისტებს სატელეფონო საუბრის ჩანაწერიც მოასმენინა, სადაც უცნობი პიროვნება კაკო ბობოხიძის სახელით ემუქრება.

მაჟოტიტარობის კანდიდატმა უკვე მიმართა საგამოძიბო უწყებას.

ტუსკაძე სახელმწიფოს სთხოვს დაიცვას მისი უსაფრთხოება.

" ევროპულ საქართველოში" ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მამუკა ტუსკაძე ოცნების დავალებით მოქმედებს.

Comments
Loading...