- Advertisement -

ვანის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. მეწყერის გამო უკვე რამდენიმე დღეა, აღნიშნულ მონაკვეთზე გზა ჩაკეტილია.

სოფლების -საპრასიისა და რომანეთის მოსახლეობას გადაადგილება საფრთხისშემცველ პირობებში უწევთ.

ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ადგილზე საჭიროა გეოლგოების მისვლა და მათ მიერ ტერიტორიის შესწავლა, მათივე თქმით ყველა უწყება საქმის კურსშია და დროულად მოხდება დამეწყრილი მონაკვეთის გასაწმენდად სამუშაოების დაწყება. სოფლებთან მისასვლელი ალტერნატიული გზაც არსებობს.

Comments
Loading...