ვანში, სოფელ მუქედში მცხოვრებ კორძაძეების ოჯახს სამი ძროხა მოპარეს ipressვანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 27 ნოემბერი, 2018 167 როგორც დაზარალებული აცხადებს, ორი კვირის გადაყვანილი ჰყავდა ძროხები ფერმაში. მასთან ახლოს სხვა ფერმებიცაა თუმცა მხოლოდ მისი მაკე საქონელი მოიპარეს, იქვე ახლოს მდინარის პირას ჩაიყვანეს, დაკლეს, ხბოები იქვე მიატოვეს, ძროხები კი მიკროავტობუსით წაიღეს. დაზარალებულმა ოჯახმა მიმართა სამართალდამცავებს, თუმცა მათი თქმით ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს გამოძიება. ოჯახის უფროსის თქმით ქურდობა პოლიტიკური ნიშნით მოხდა, მისი შვილი “ევროპული საქართველოს” კოორდინატორია და ფიქრობენ, რომ ამ ფაქტით ისინი დააშინეს და დასაჯეს. ვანიქურდობაძროხები