- Advertisement -

ვანში #1 საარჩევნო უბანში ხმის მისცემის პროცედურა ხმაურით დაიწყო.

კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს შორის დაპირისპირება პირველი ამომრჩევლის შემოსვლისთანავე დაიწყო.

" დარღვევით აპირებდნენ კენჭისყრის პროცედურის დაწყებას და საკონტროლო პაკეტის ჩაგდების გარეშე აპირებდნენ პირველი ამომრჩევლის მიღებას" – განაცხადა პარტია ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა დათო ჟღენტმა.

კომისიის თავჯდომარის ირმა აბრამიძის განმარტებით კი, არანაირ დარღვევას ადგილი არ ქონია.

" უსაფუძვლოა მათი პრეტენზიები. დარღვევა რომ ყოფილიყო აუცილებლად დაწერდნენ საჩივარს, საჩივარი კი არ დაწერილა"-განაცხადა ირმა აბრამიძემ.

Comments
Loading...