- Advertisement -

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანია კახეთში სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაციაზეც მუშაობდა

კომპანია „ყვარელრემმშენი“, რომლის მიერ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ გუშინ ჭერი ჩამოინგრა, კახეთში სკოლებისა და ბაღების შენობების რეაბილიტაციაზეც მუშაობდა.

შპს „ყვარელრემმშენის“ მიერ გარემონტდა სოფელ გავაზის და ჭიკაანის საბავშვო ბაღები.

ჭიკაანისა და გავაზის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელების ინფორმაციით, გავაზის საბავშვო ბაღში აღნიშნულმა კომპანიამ კოწმეტიკუტი სამუშაოები 2017 წლის ზაფხულში ჩაატარა, ჭიკაანის საბავშვო ბაღი 3 წლის წინ გაარემონტა.

"ჩვენ ბაღში აღნიშნულმა კომპანიამ დაახლოებით სამი წლის წინ იმუშავა. სიმართლე გითხრათ, ისეთი სერიოზული სამუშაოები როგორიც არის კედლების გამაგრება ან მიშენება, არ ჩაუტარებია. მხოლოდ ჩატარდა კოსმეტიკური რემონტი, შეღებეს გარე ფასადი, შიგნით კედლები და დააგეს მეტლახი. სამწუხარო ფაქტი მოხდა გუშინ, სერიოზული სამუშაო რომ ჩაეტარებინათ აქაც, ალბათ კითხვის ნიშნები გაგვიჩნდებოდა მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით.“- განაცხადა "აიპრესთან" საუბრისას ჭკაანის ბაღის კოორდინატორმა, მანანა კოჭლამაზაშვილმა.

"ყვარელრემმშენის" 100%იანი წილის მფლობელი და დამფუძნებელი გიორგი ჯოხარიძეა.

Comments
Loading...