- Advertisement -

ვასილ ხორავა: პირველად მესმის, რომ მე ვხდები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა "საქართველოს რკინიგზის" ინფრასტრუქტურის გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გახდეს.
თუმცა, ამ ფაქტს "აიპრესთან" ვასილ ხორავა არ ადასტურებს.

"ეს ინფორმაციას არ არის სწორი. პირველად მესმის…", – განაცხადა ვასილ ხორავამ.

შეგასენებთ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტი ვაკანტური გახდა. რადგან, საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გუბერნატორმა ლევან შონიამ თანამდებობა დატოვა

Comments
Loading...