- Advertisement -

ვაქცინაციის პროცესს მედიკოსები იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან შეუერთდნენ

ჭიათურაში პირველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჭიათურის მუნიციპალური სამსახურის უფროსი ხათუნა კუპატაძე აიცრა.

,,ასტრაზენეკა, რომელიც გვაქვს მუნიციპალიტეტში, ინახება ჩვენთან ცივი ჯაჭვის მაცივრებში 2-8 გრადუსამდე ტემპერატურაზე. ვაქცინა შემოიტანეს ჭიათურაში კვირას, მარაგი ინახება საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. დღეს 10 ადამიანი აიცრა ქალაქში. იმედია აქტივობა მომდევნო დღეებში გაიზრდება“-განაცხადა ჭათურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურის უფროსმა ხათუნა კუპატაძემ. იმერეთში ვაქცინაციის 15 პუნქტია, აქედან 4 ქუთაისში ფუნქციონირებს. დღეს ვაქცინაციის პროცესში იმერეთის 6 მუნიციპალიტეტი თერჯოლა, საჩხერე, ჭიათურა, სამტრედია, ზესტაფონი და წყალტუბო ჩაერთო.

Comments
Loading...